ადვოკატი - ნიკა მელიას პოზიციაა, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენონ - მოლოდინი, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ მაქვს

თუ სასამართლომ ნიკა მელიასთან მიმართებით მიიღო გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად გამოიწვევს ნიკა მელიას გათავისუფლებას სასამართლო სხდომის დარბაზიდან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარის პოზიციაა, რომ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნეს შეფარდებული მელიასთან მიმართებით, რადგან ეს იქნება უკანონო.

"დღეს დიდი ალბათობით, მოსამართლე იმსჯელებს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების განგრძობადობასთან დაკავშირებით. ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება პატიმრობიდან, თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება, ეს ცალსახად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლის მიერ გაჟღერდება. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, რადგან ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება ცალსახად გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ჩვენი პოზიცია იქნება ის, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს, ის უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან. არავითარი რისკი არ არსებობს იმაზე, რომ ნიკა მელია მიიმალება, ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს",- აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა მთელი 2 თვის განმავლიბაში აფიქსირებდა პოზიციას, რომ თითქოს მათი თვითმიზანი მელიას პატიმრობა არის და ისინი გირაოზე თანახმა არიან, თუ ამის სურვილი ექნება მელიას. კონდახიშვილის განმარტებით, ეს რა თქმა უნდა, "ტყუილი პროპაგანდაა და სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადებებია".

ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფება ხელისუფლებისთვის პრობლემაა.

"ამას ემსახურება მთელი ეს სისულელე და პროკურატურის სამართლებრივი სივრციდან გასული განცხადება. ნიკა მელიას პოზიციაა ის, რომ მასთან მიმართებაში არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული და ვითხოვთ, რომ საერთოდ გაუქმდეს აღკვეთის ღინისძიება", - განაცხადა კონდახიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს