სალომე სამადაშვილი - თუ მელიას პატიმრობაში დატოვებას გადაწყვეტენ, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოლაპარაკების პროცესი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობის პირობებში წარმართოს

თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ, ეს იქნება აშკარა ნიშანი, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი ისევ წარმართოს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობის პირობებში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე განმარტებით, დღეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, არამედ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.

ამასთანავე, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკებების პროცესს დაეხმარება.

„გამოჩნდება რა პოლიტიკური დაკვეთა მიიღო მოსამართლემ, მე ვფიქრობ, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ, ეს იქნება ძალიან აშკარა ნიშანი, რომ ხელისუფლება ცდილობს, ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი ისევ წარმართოს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობისა და ფაქტობრივად მძევლად აყვანილი ადამიანების პირობებში. ვფიქრობ, რომ დღეს მელიას გათავისუფლება ხელს შეუწყობდა მოლაპარაკებების პროცესის წინ წასვლას, მათ შორის, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს მოლაპარაკებებში საკუთარი თავმჯდომარის მიერ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მე არ ველოდები, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობისა და სამართლის პრინციპებს, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესში საბოლოო შეთანხმებას, თქვენ იცით, რომ არსებობს ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, გიორგი რურუას გათავისუფლება და ასევე, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იმ შეთანხმებამდე მისვლა, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ყველა მხარისთვის. ვფიქრობ, დღეს თუ გათავისუფლდა ნიკა მელია, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ საბოლოოდ მოლაპარაკებების შედეგის დადებას დასჭირდება ფართო პოლიტიკური შეთანხმება ყველა საკითხზე,“- განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო