გრიგოლ გეგელია - ნიკა მელიას დღეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის

ნიკა მელიას დღეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება იმისაკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს, ქართულ ოპოზიციას და საერთაშორისო თანამეგობრობას ნათლად უთხრან, რომ „მას არ დაუკარგავს საღი აზრი".

ნიკა მელიას დღეს გათავისუფლება იქნება სამართლიანობის გამოხატვა. ის არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი. ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და უპირველეს ყოვლისა ეს იქნება სამართლიანობის ინტერესებში. ასევე, ეს იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იმისაკენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს, ქართულ ოპოზიციას და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობას ნათლად უთხრან, რომ მას არ დაუკარგავს საღი აზრი და ის მზად არის გადადგას სწორი ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს მოლაპარაკებები. „ოცნებას" კარგად ესმის, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობს, არავითარი მოლაპარაკება არ შედგება. შესაბამისად, ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლთა გათავისუფლება. ნიკა მელიას დღეს გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის" , - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ახლა საჭიროა, რომ „ქართულმა ოცნებამ" სწორი ნაბიჯები გადადგას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა