ნიკა მელიას ადვოკატი მოსამართლეს - საკანონმდებლო ორგანო თქვენს კომპეტენციაში რომ ჩაერია, რაიმე სახით რეაქცია გქონდათ? კობახიძის განცხადების გამო შენიშვნას მე მაძლევთ?

ახლა შენიშვნას მე რომ მაძლევთ, საკანონმდებლო ორგანო თქვენს კომპეტენციაში რომ ჩაერია, რაიმე სახით რეაქცია გქონდათ? კობახიძის განცხადების გამო შენიშვნას მე მაძლევთ?,- ამ სიტყვებით ნიკა მელიას ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩახნაშვილმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა.

ადვოკატები „რუსთავი 2“-ისთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტიცებულების სახით დართვას და ასევე, მის დაკითხვას ითხოვენ.

როგორც მელიას კიდევ ერთმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობაში აღნიშნა, ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან ცალსახად გახდა ნათელი, რომ მაღალი რანგის ადამიანები ერთმანეთში გეგმავდნენ, თუ როდის და როგორ უნდა მომხდარიყო მელიას დაპატიმრება ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. კონდახიშვილის განმარტებით, კობახიძემ აღიარა, რომ ნიკა მელიას საქმეში პოლოტიკური დევნაა და სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამასთან, ადვოკატებმა „მთავარის" ეთერში გასული ერთ-ერთი სიუჟეტის მტკიცებულების სახით დართვა ითხოვეს. უფლებადამცველების თქმით, 20 ივნისის საქმეზე უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების განადგურება მოხდა.

ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ტრანსლირებისა და მტკიცებულებათა წარდგენის შესახებ შუამდგომლობა დააყენეს. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა