გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს, იუკიჰო ეჯირის და სასოფლო კოოპერატივების ექსპერტს, ტერუნუმა ჰიროშის შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კოოპერაციის შესახებ ქვეყნების გამოცდილება გააზიარეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობასა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სოფლის განვითარების სააგენტოში მიმდინარე რეფორმაზე, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ექსტენციის რეგიონული სამსახურების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი მიზანია, სოფლის განვითარების სააგენტო ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ გარდავქმნათ. სააგენტო, სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმართულების გარდა, გარემოს დაცვის მიმართულებებსაც მოიცავს, რომელთა შორისაა სატყეო და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება კოოპერატივების გაძლიერება, ისინი უფრო მეტად მდგრადი უნდა გავხადოთ”,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იაპონურმა მხარემ სურვილი გამოთქვა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით დაკომპლექტდება.

„ტექნიკური დახმარების ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება დარგობრივი ტრენინგების ჩატარება და იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ორწლიანი პროექტის განხორციელების საკითხს, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლას და რომლის დასრულების შემდეგაც რეკომენდაციები მომზადდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო