ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა პროკურატურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასა

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს შესახებ მეორე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაა განხილული. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროკურატურისთვის გაცემული სამი რეკომენდაციიდან, ორი შესრულებულად, ხოლო ერთი ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა.

„GRECO-მ შესრულებულად მიიჩნია ორი რეკომენდაცია - რომლებიც პროკურორების დანიშვნა-დაწინაურების წესების გაუმჯობესებას, პროკურორთა ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციისთვის განხორციელებულ პრაქტიკულ ღონისძიებებს და დისციპლინურ საკითხებზე კომენტარების გამოცემას ეხება, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნია მესამე რეკომენდაცია, რომელიც დისციპლინური გადაცდომების სიცხადის და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფას შეეხება. აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

აღსანიშნავია, რომ GRECO-ს პირველი, 2019 წლის მარტში დამტკიცებული ანგარიშის მიხევდით, საქართველოს პროკურატურამ GRECO-ს მიერ გაცემული ორი რეკომენდაცია, რომელიც პროკურატურის რეფორმირებას და საქმეთა განაწილების წესის გაუმჯობესებას ეხებოდა, ასევე წარმატებით შეასრულა.

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფთან (GRECO) თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო