„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარტში ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც. 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2,406.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო