გიგა ბოკერია - არჩევნების გარეშე, რისი აუცილებელი ნაწილიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კრიზისი ვერ განიმუხტება

ჩვენ მოლოდინი კი არა, ამოცანა გვაქვს ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ, თან ისე, ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს. ამას სჭირდება პრეზიდენტ მიშელის მიერ შემუშავებულ ყველა პუნქტზე შეთანხმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პუნქტზე შეთანხმება აუცილებელია, თუმცა იმისთვის, რომ თემა გაიხსნას, ორი საკითხი - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა საჭირო.

„ივანიშვილის რეჟიმი მთლიანად მძიმე მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, ეს მძიმე ვითარება არ აქვთ ადეკვატურად გაცნობიერებული, რომ მათ შეუძლიათ დაამძიმონ საკუთარი ვითარება და ქვეყანა დააზიანონ. ამ ვითარებიდან მათთვის კარგი გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ მოლოდინი კი არა, ამოცანა გვაქვს ამ კრიზისიდან რომ გამოვიდეთ, თან ისე ქვეყანა ნაკლებად დაზიანდეს. ამას სჭირდება პრეზიდენტ მიშელის მიერ შემუშავებულ ყველა პუნქტზე შეთანხმება. ამ პუნქტებს შორისაა პოლიტიკური საქმეები და პოლიტპატიმრების საკითხი, მელიას, რურუას და პოლიტიკური დევნის საკითხი. ამ პუნქტებს შორისაა ვადამდელი არჩევნების საკითხი, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო რეფორმის დაწყების პუნქტებთან ერთად. ყველა პუნქტზე გვინდა შეთანხმება, მაგრამ იმისთვის, რომ გაიხსნას თემა ორი აუცილებელი პუნქტია - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები, საერთოდ განხილვადი რომ იყოს კრიზისიდან გამოსვლა. საბოლოო ჯამში, შედეგი იქნება აუცილებლად, როგორ, რა, ფორმით ამას ვერ გეტყვით. პრეზიდენტ მიშელის მიერ შეჯერებული დოკუმენტი ვერ შეიცვლება, ამ დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს მედიაცია. ყველა პუნქტზე უნდა მოხდეს შეთანხმება. ჩვენი პოზიცია არის მოქნილი და პრინციპული. მოქნილი ვართ იმაში რა გზით მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, მაგრამ ბუნებრივია, არჩევნების გარეშე, რისი აუცილებელი ნაწილიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვერ განიმუხტება კრიზისი“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს