მიხეილ ყაველაშვილი - მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში

მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და თვალთმაქცობ, თითქოს გაურბიხარ შენს გამონათქვამებს, ეს ჩემთვის მიუღებელია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გარეთ ყოფილიყო.

„არავინ არის განწყობილი ჩვენგან და არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ის ადამიანებს, საკმაოდ დიდ მასას შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში.

როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და განცხადებას, მოწოდებას აკეთებ, როცა ასეთი დაძაბულობაა, პასუხისმგებლობაც უნდა გამოთქვა, პოლიტიკური ლიდერობა ასე მიმაჩნია. ისიც უნდა აღიარო, რომ ეს გინდოდა და ამას ახორციელებდი, როცა თვალთმაქცობ, რომ მე ეს არ მინდოდა, ჩემთვის ეს მიუღებელია,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო