ლევან იოსელიანი - სასამართლოს აქვს ყველანაირი მექანიზმი, რომ ნიკა მელია გამოუშვას საპატიმროდან, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე

სასამართლოს აქვს ყველანაირი მექანიზმი, რომ ნიკა მელია გამოუშვას საპატიმროდან, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მელიას გათავისუფლება ცალსახად ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების გაგრძელებას და მის პოზიტიურ დასრულებას.

„მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რაც უფრო მალე დასრულდება და დასრულდება ნიკა მელიას გათავისუფლებით, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ ნაბიჯები კიდევ უფრო აქტიურად გადაიდგას და საბოლოოდ მივაღწიოთ შეთანხმებას, რადგან როცა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეშია, ეს არის ნებისმიერ მოლაპარაკებაში ძალიან დიდი წინააღმდეგობის წინაპირობა. ეს საკითხი თუ არ გადაიჭრება, ეჭვი მეპარება, რომ მოლაპარაკება საბოლოო ჯამში საერთოდ შედეგიანი გამოდგეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა