ამირან გამყრელიძე - დღეს ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა არ გვქონია - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშო და საყურადღებოა.

ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, ეპიდსიტუაცია უარესდება და ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული ზეწოლაა.

„დღეს ნახტომი გვაქვს - იანვრის შემდეგ ერთი დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი შემთხვევა არ გვქონია. შესაძლებელია ეს დაკავშირებულია იმასთან, რასაც ჩვენ „ორშაბათის სინდრომს“ ვეძახით, რადგან სამშაბათს დილით ხდება შაბათ-კვირის გარკვეული რაოდენობების რეპორტინგი და ორშაბათის 24 საათის, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა და პირდაპირ გეტყვთ, საგანგაშო.

გუშინდელი დღის დადებითობის მაჩვენებელი ავიდა 3.66%-ზე. გვაქვს გარკვეული ზღვარი 4% და როდესაც ამის ქვემოთ სცდილება მაჩვენებელი და ეს ნარჩუნდება 1-2 კვირის განმავლობაში, ვსაუბრობთ ხოლმე შემსუბუქებაზე. ახლა არ ვართ 4%-ზე, მაგრამ რადგან ერთი დღე მიუახლოვდა 3.66%-ს, ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე ბოლო 30 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2.1%; ბოლო 14 დღის - 2.46% და ბოლო 7 დღის - 2.58%. ამიტომ თანდათან ეპიდსიტუაცია უარესდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე სერიოზულია, იმიტომ, რომ აქტიური შემთხვევა თითქმის 8 ათასია, აქედან კი კლინიკებში 2485-ია.

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სულ ვცდილობთ, მოვუწოდოთ მოსახლეობას და ზედამხედველობის სამსახურებს, მეტი კონტროლი იყოს, რადგან არ გვინდა ნოემბერი-დეკემბერი გავიმეოროთ და ისევ გატარდეს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, მაგრამ მეორე მხრივ, პინაზე ადამიანის ჯანმრთელობაა. თუ ჩვენ მომავალ კვირებში ეპიდსიტუაცია ვერ შევაკავეთ, საბჭოს ამის აწონ-დაწონვა მოუწევს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:დღეს ნახტომი გვაქვს, პირველი იანვრის შემდეგ 1000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა - ქვეყანაში ეპიდსირუაცია უარესდება - ამირან გამყრელიძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა