პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო

პარლამენტმა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო.

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში დადებითად ფასდება კანონის აღსრულების მდგომარეობა.

“მოპოვებული სტატისტიკური მონაცემების, ჩატარებული გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენისას მიღებული ინფორმაციის თანახმად:

ა) გამოიკვეთა ზოგიერთი დაავადების შემთხვევების კლების დადებითი ტენდენცია. კერძოდ, 2019 წლის მონაცემების 2017-2018 წლების ანალოგიური პერიოდის – იანვარი, თებერვალი, მარტის (წინასწარი მონაცემები) მონაცემებთან შედარებისას საგულისხმოა შემდეგი ნოზოლოგიების: სტენოკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის, გულის მწვავე იშემიური დაავადების სხვა ფორმების, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის, ინსულტის, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების კლება;

ბ) გამოიკვეთა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის შემთხვევათა პროგრესული შემცირება. შესაბამისად, სამართალდარღვევებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების გამოძახებათა კლების ტენდენცია. კერძოდ, 2018 წლის 1 მაისიდან ზეპირი მოსმენის გამართვის პერიოდისათვის (2019 წლის 30 მაისი) კანონის აღსრულების მაჩვენებელმა შეადგინა 96%, ხოლო ზამთრის პერიოდში მცირედი გაუარესება აღინიშნებოდა (86-87%-ის ფარგლებში);

გ) აღმოჩნდა, რომ სამასპინძლო ბიზნესში შემოსავლებისა და მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი მატების ტემპები შენარჩუნებულია ან კიდევ უფრო გაიზარდა;

დ) გამოიკვეთა, რომ თამბაქოს მოხმარების წესები უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა, რაც ამ სექტორსა და დაწესებულებებში მონიტორინგის გააქტიურებას საჭიროებს;

ე) გამოიკვეთა, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწყება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს;

ვ) 2018 წლის ბოლოსა და 2019 წლის დასაწყისისთვის სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად იკლო.

ზ) აღმოჩნდა, რომ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების პროცესი ხასიათდება თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვის მაჩვენებელი მაღალია – 96% -98%;

თ) გამოვლინდა თამბაქოს ნაწარმის პირდაპირი კომუნიკაციის ფორმით რეკლამირების ორგანიზებული შემთხვევები (სუპერმარკეტებში პრომოგოგონების საშუალებით თამბაქოს ნაწარმის კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაცია), რაც სახელმწიფოს მხრიდან დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში, შესაძლოა დარღვევების არეალისა და მასშტაბის გაზრდის წამახალისებელი ფაქტორი გახდეს;

ი) გამოვლინდა ინტერნეტრეკლამის, განსაკუთრებით, ელექტრონული სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და მათი აქსესუარების სოციალური და ინტერნეტქსელების მეშვეობით რეკლამირებისა და საცალო რეალიზაციის ფაქტები; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთვის ყურადსაღებია, რათა მან საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომავალში შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერების მიზნით;

კ) გამოვლინდა თამბაქოს ღერებით გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რაც ამ მიმართულებით ადმინისტრირების გაძლიერებას საჭიროებს“, - ვკითხულობთ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაში.

ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგჯერ ტელეარხები უარს ამბობენ თამბაქოს კანონმდებლობის ეფექტიანი დანერგვისა და თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი სოციალური რეკლამის განთავსებაზე.

ასევე გამოვლინდა, რომ საზოგადოებაში არსებობს თამბაქოსთვის თავის დანებების კონსულტაციებზე და სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე მოთხოვნების ზრდის ტენდენცია.

დღეის მდგომარეობით, სახეზეა ამ რეფორმის აღსრულების 96%-იანი მაჩვენებელი. საქართველოს მოსახლეობის 86% გამოთქვამს მხარდაჭერას და კმაყოფილებას რეფორმის დანერგვის გამო, რაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩატარებული გამოკითხვებით დასტურდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა