თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 2333 თავისუფალი ადგილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ კლინიკებში 2333 თავისუფალი ადგილი არის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს.

„დღეის მდგომარეობით კოვიდ კლინიკებში 2333 თავისუფალი საწოლი არის. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და იმის მიუხედავად, თუ რა საჭიროება იქნება, კლინიკებში საწოლების დამატების შესაძლებლობა არსებობს, რადგან ამ კლინიკების ნაწილი ფუნქციონირებს ე.წ. ჰიბრიდულ რეჟიმში. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გარკვეული დემობილიზაცია 21 აპრილიდან, თუმცა ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ვთხოვეთ გააგრძელონ ფუქნციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში.

შარშან ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში შემთხვევების უპრეცედენტო რაოდენობა გვქონდა. დღეში 5 000-ზე მეტი შემთხვევები იყო ინფიცირების. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ დონემდე არ მივიდეთ. აქ არ არის მთავარი ის, თუ რამდენი საწოლი გვექნება და ადამიანური რესურსი ამ კლინიკებში იქნება თუ არა. ვიცით, რომ სამედიცინო დახმარების მიუხედავად გამოსავალი რიგ შემთხვევაში მაინც არაკეთილსაიმედოა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩვენთვის დღეს მთავარი ბერკეტი პრევენციული ღონისძიებები არის. ასევე, მიმდინარეობს ტესტირების გაფართოებული პროგრამა. ამასთან, მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოში წესების დაცვა და პირადი დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო