რატი იონათამიშვილი - ვიმედოვნებ, რომ პარტიები სახელმწიფო ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და არა რუსული ინტერესის, შესაბამისად, პარლამენტში შემოვლენ

ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ და არა რუსული ინტერესის, შესაბამისად, პარლამენტში შემოვლენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საქმიანობა პარლამენტში განაგრძონ.

"სხვა შემთხვევაში, ეს არის რუსული ინტერესების სამსახური და რუსული ინტერესების გატარება. პარტნიორები მუდმივად ცდილობენ, რომ კონკურენტ პარტიებს შორის შეთანხმება მოხდეს. მათი წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან სხვადასხვა პარტიასთან. ეს არის მისასალმებელი, რადგან იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს მიღებული, ამის ერთადერთი მთავარი გარანტი არის ის, რომ ამ პროცესში ჩვენი საერთაშორისო მხარდამჭერები არიან ჩართულები", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო