ნიკა მელია - მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს, რომ ზნეობრივ კომპრომისზე მისი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ.

„ახლა სხვა სიმაღლე დაიპყრეს, ახლა ამბობენ, მელია პატიმრობაში უნდა იყოსო, რომ ჩემი თავისუფლებით ივაჭრონ. გამორიცხულია! მივმართავ ყველა ჩემ მეგობარს, კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა და ზნეობრივ კომპრომისზე ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ წავიდნენ და ისტორია არ გავაყალბოთ. მელიას ტყვეობიდან დავიხსნით, სამაგიეროდ 20 ივნისის დამნაშავეები ამნისტიის ქვეშ მოვაქციოთ, გთხოვთ ეს არავინ მაკადროთ. თუ უნდათ ჩემი გამოშვება, როგორც ციხის რკინის კარი ჭრიალით გააღეს და შემაგდეს, ასევე ააჩხაკუნონ იმ რკინის საკეტები და გამომიშვან, ოღონდ, კომპრომისი ჩემი თავისუფლების ხარჯზე არ იქნება.

მათ ეგონათ, ციხეში დავითრგუნებოდი, არ დავითრგუნე, გავძლიერდი, არ გადავიხადე გირაო და საკუთარ ტყუილებში გაიჭედნენ, ახლა ბოლომდე გაშიშვლდნენ. ბრძოლაში უნდა გამიშვათ, სიმართლისთვის", - განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა