დავით კოდუასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

ზაჰესში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

როგორც მისმა უფლებადამცველმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა, კოდუას დანაშაული არ ჩაუდენია, რაც როგორც მისი მეუღლის, ასევე შვილის ჩვენებებში ფიქსირდება. მისივე თქმით, სასამართლომ დავით კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შესაძლოა დღესვე იმსჯელოს.

,,რამდენიმე წუთში მოხდება ბრალის წარდგენა, გადმოგვეცემა ყველა მტკიცებულება სრულად და ამის შემდეგ დღეს ან ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ჩვენი პოზიციაა, რომ მის მიმართ არ იქნეს გამოყენებული აღკვეთის სახის ღონისძიება ვინაიდან, მას არ ჩაუდენია დანაშაული და ეს დასტურდება როგორც დაზარალებულის, ასევე მისი შვილის პოზიციებში. საქმეში სხვა მტკიცებულება არ მოიპოვება, აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აღკვეთის გარეშე დატოვებას. მისი მეუღლე ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოწერას, მაგრამ ცალსახაა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება და მეტი არაფერი არ ყოფილა, რაც არის როგორც დაზარალებულის, ასევე მისი შვილის პოზიცია”, - აღნიშნა მუხრან ღურწკაიამ.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს