რატი იონათამიშვილი - პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, ეს არის ნონსენსი

პროკურატურას ბრალდებულთან მიმართებით უფრო ჰუმანური დამოკიდებულება და მიდგომა აქვს, ვიდრე ბრალდებულს საკუთარი თავის მიმართ, ეს არის ნონსენსი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, თუ ვის რა ინტერესი აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.

„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ნიკა მელიას მიმართ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი ოპონენტები ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის დადებას მუდმივად ცდილობენ, თუმცა, მნიშვნელოვანი სხვაობაა საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს შორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე გამოიტანს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს