ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებაზე - არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინც არ უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე, ჩვენ მივალთ და ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს

თუ შუამდგომლობის კანონისმიერი საფუძველი არ იქნება და თუ პოლიტიკური შოუსა და პოლიტიკური მიზნებისთვის აყენებენ მას, ლოგიკურია, რომ შეიძლება არც დაკმაყოფილდეს და ვერავის ამაზე პასუხს ვერ მოთხოვენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას ადვოკატის მიერ ირაკლი კობახიძის გამოკითხვის თაობაზე სასამართლო პროცესზე დაყენებულ შუამდგომლობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხს სასამართლო წყვეტს და თუ კანონისმიერი საფუძველი არსებობს, არავის აქვს პრობლემა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს.

"რაც შეეხება ნებისმიერი პირის გამოკითხვას თუ დაკითხვას, ნებისმიერ შუამდგომლობაზე რომელიც პროცესზე იქნება დაყენებული, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. თუ ამის კანონისმიერი ვალდებულება და საფუძველი არსებობს, რომ ვინმესთან მიმართებაში საჭიროება დადგეს, რომ ის მივიდეს სასამართლოში, ამის არავის არანაირი პრობლემა არ გააჩნია. "ქართული ოცნების" გუნდისთვის უმთავრესი და პრინციპულია კანონის განუხრელი დაცვა, ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებოდით და დავექვემდებარებით კანონს. ამიტომ არავის არანაირი პრობლემა არ აქვს, ვინც არ უნდა დაიბარონ, ჩვენ მივალთ და ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა