ადვოკატი - სასამართლოს ჰქონდა დაკვეთა, რომ ნიკა მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში მისი პატიმრობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს

სასამართლოს მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ ნიკა მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში მისი პატიმრობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია მოსამართლეს უალტერნატივოდ უნდა გაეთავისუფლებინა.

„ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივი გზით ბრძოლას. იმ ფონზე, როდესაც ორი თვის განმავლობაში პროკურატურა და უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო ნიკა მელიას გამოსვლა, გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღეს სასამართლო დარბაზში ყველაფერს აეხადა ფარდა - რომ რეალურად მათ მიზანი იყო ნიკა მელიას პატიმრობა და დღესაც მოითხოვეს ნიკა მელიას პატიმრობა. სასამართლოსაც მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში გახდეს მისი პატიმრობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, თორემ თუ გადავხედავთ კანონის მოთხოვნას, ნიკა მოსამართლეს უალტერნატივოდ უნდა გაეთავისუფლებინა. პროკურატურაც კი თავის პოზიციაში იყო ძალიან მერყევი, არათანმიმდევრული და ეს საზოგადოებამ იხილა, როცა თავის პოზიციას აფიქსირებდა. არაერთხელ დავაფიქსირე, რომ ჩვენ მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული იქნებოდა გონიერი გადაწყვეტილება, არ გვქონდა. ჩვენ ვაფიქსირებდით ორი დღის განმავლობაში, რომ არ გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებდა პოლიტიკური „ლიდერშიფისგან“ დავალებას, რომ ნიკა გაეთავისუფლებინა, რაც გაცხადდა კიდევაც“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს