ანზორ ბიწაძე - ნიკა მელია პატიმარი არ არის, ის პოლიტიკური ტყვეა

ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, - ასე შეაფასა “ერთიანი საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ნიკა მელია არა პატიმარი, არამედ პოლიტიკური ტყვეა.

„ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პროკურორები სასამართლო პროცესის მსვლელობისას პირდაპირ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ. ეს იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს ადამიანი არ არის პატიმარი, ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელიც ტყვეობაში ჰყავთ. თუკი „ქართულ ოცნებას“ სურდა, რომ პოლიტიკური პროცესები რაიმე სახით მაინც დეესკალაციისკენ წასულიყო, რა თქმა უნდა, ის დღეს უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს“, - განაცხადა ბიწაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს