თინა ბოკუჩავა - ვინმე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც მეც და ნიკა მელიაც დარბაზიდან გაგვაძევა იმიტომ, რომ მას ვუწოდეთ მონა, მონური მორჩილებით ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, რომლის გადაწყვეტილებითაც ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დარჩა, პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო.

„ვინმე ნინო ჩახნაშვილი, რომელმაც მეც და ნიკა მელიაც დარბაზიდან გაგვაძევა იმიტომ, რომ მას ვუწოდეთ მონა, მონური მორჩილებით ასრულებდა, ასრულებს და დღესაც შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა. ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ თუ ნიკა მელიას სურდა გირაოს გადახდა, მას ამის საშუალება ჰქონდა, უცხოელებთანაც ამას ამტკიცებდნენ. თუ მართლაც გირაოს გადახდის შესაძლებელობა ჰქონდა მელიას, მაშინ გირაოს მოთხოვნა უნდა დაეყენებინა პროკურატურას. მაგრამ ეს არ გააეკეთა და დააყენა ისევ პატიმრობის დატოვების შუამდგომლობა. ჩახნაშვილმაც ეს, რა თქმა უნდა, გაიზიარა იმიტომ, რომ ის არ არის მოსამართლე, ის არის მონა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა