გივი მიქანაძე ნიკა მელიას საქმეზე - ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ - ამ პროცესს მმართველი გუნდი გარედან უყურებს

ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც სხვა ბრალდებულებისაგან არაფრით განსხვავდება - ამ პროცესს მმართველი გუნდი გარედან უყურებს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, თუკი ვაჭრობაზეა საუბარი, საკითხით თავად ნიკა მელია და ოპოზიცია ვაჭრობს. მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკნიდან გამოსვლის გასაღები მელიას ხელშია, მაგრამ ამას საზოგადოებაში გარკვეული დაძაბულობის შენარჩუნებისთვის იყენებს.

„ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ჩვენ პატივს ვცემთ, პირველ რიგში, სასამართლოს დამოუკიდებლობას და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო სამართლიანობისა და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით იხილავს. სასამართლო მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და ფაქტების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. საკითხი, რომელიც სასამართლომ განიხილა, არის მისი პრეროგატივა.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი ალბათ ის რისკები და კანონისადმი დაუმორჩილებლობაა, რასაც ამ ადამიანის მხრიდან ჰქონდა ადგილი. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო