გია ვოლსკი - ოპონენტებს ჩემგან გადაეცით, მოლაპარაკების პერსპექტივა არსებობს - თუ არ მოვლენ, დაამტკიცებენ, რომ არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნები სააკაშვილის ინტერესებში არ არის

ჩემგან გადაეცით, რომ მოლაპარაკების პერსპექტივა არსებობს. თუ არ მოვლენ მოლაპარაკებაზე, ამით დაამტკიცებენ, რასაც ვამბობდი, რომ არც განმეორებითი, არც რიგგარეშე არჩევნები არ არის სააკაშვილის ინტერესებში, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება.

მისი თქმით, რეალურად მოლაპარაკების ჩიხში შეყვანა მათ სურთ, ვინც მელიას პატიმრობაში დატოვებას ცდილობენ.

"სწორედ ეს არის იდეა - ჩიხური ვითარების შექმნა,როცა მელია არ აღიარებს კანონს, ამას დემონსტრაციულად აკეთებს, ადვოკატები დემონსტრაციულად ცდილობენ და ითხოვენ, რომ მელია დარჩეს საპატიმროში და ამით შექმნან ჩიხური ვითარება, რათა არ მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა. მე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველა საკითხთან მიმართებაში კომპრომისული ნაბიჯების მოძებნა არის შესაძლებელი, მაგრამ რეალურად არის შექმნილი ასეთი სურათი, რომ ისინი ცდილობენ ჩიხში შეიყვანონ ვითარება. საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე ამ ჩიხიდან გამოვიდეთ.

მე ვფიქრობ, რომ სწორედაც მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას ცდილობს ის ხალხი, ვინც ცდილობს, რომ მელია დატოვოს საპატიმროში. მოლაპარაკებას პერსპექტივა არსებობს რა თქმა უნდა, ჩემგან გადაეცით მათ, რომ მოლაპარაკების პერსპექტივა არსებობს. თუ არ მოვლენ მოლაპარაკებაზე, ამით დაამტკიცებენ, რასაც ვამბობდი არჩევნების წინ მეც და ჩემი კოლეგებიც, რომ არჩევნები ზოგადად, თუნდაც რიგგარეშე, თუნდაც განმეორებითი, არ არის სააკაშვილის ინტერესებში, აბსოლუტურად ნათელი გახდა ეს სურათი", - განაცხადა ვოლსკი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო