შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას #25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს ,,ოცნება-2" დალუქა

შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას 25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს ,,ოცნება-2" დალუქა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1-ელ აპრილს შპს „მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს „ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„უკვე დღეს მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს ,,ოცნება-2"-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა” , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო