ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანმო-ს დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა