პროკურორი - მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის  ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დაცვის მხარეს ორჯერ მიმართა, თუმცა, მისივე განმარტებით, დაცვის მხარეს ამის სურვილი არ გამოუთქვამს.

როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ამიტომ, ბრალდების მხარეს დღეს სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ მიუმართავს.

მისივე განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არც დაცვის მხარეს მოუთხოვია.

„ბრალდების მხარეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არანაირი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, ან მის გამოყენებასთან დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებია. ისევე, როგორც ეს შუამდგომლობა არ დაუყენებია მოსამართლის წინაშე დაცვის მხარეს. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მოსამართლემ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი“, - განაცხადა გულუაშვილმა.

რაც შეეხება სასამართლოს სხდომის დასრულების შემდგომ დაცვის მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა, ბრალდების მხარემ შეცვალა საკუთარი პოზიცია აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, გულუაშვილი აცხადებს, რომ 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა იმის გამო, რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამკაცრების ან გირაოს გაზრდის თაობაზე.

„25 თებერვალს ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს საჯაროდ შევთავაზეთ, თუ ისინი თანახმანი იქნებოდნენ, შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები და ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოთი შეცვლის თაობაზე. ეს ჩვენი შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში. 25 თებერვლის შემდეგ, დღეს გამართულ პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი ბრალდების მხარესთან პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გულუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა