ირაკლი კობახიძე დღეს სენატორ რიშს შეხვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდება.

"პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრას დაესწრებიან პარტიის საერთაშორისო მდივანი კახაბერ კუჭავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 აპრილამდე გაგრძელდება. დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ამერიკული Think Tank- ების ხელმძღვანელებთან“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო