პროკურორი განმარტავს, რატომ არ დააყენა ბრალდების მხარემ პროცესზე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა

დაცვის მხარემ საკუთარი პოზიციის წარდგენისას დღეს მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს არცერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ანუ ნიკანორ მელია უნდა დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 25 თებერვლის შემდგომ დაცვის მხარისგან არანაირი ინიციატივა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.

„25 თებერვალს, ისევე როგორც 8 აპრილს, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება დაცვის მხარესთან, ძალიან ნათელი და განვმარტეთ, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანახმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი ანუ ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და გარკვეული სახით, ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. არანაირი მომართვა ან კომუნიკაცია დაცვის მხარის ადვოკატებს არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ მიაჩნიათ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ბრალდების მხარის 25 თებერვლის შეთავაზება გულისხმობდა შემდეგს - თუ დაცვის მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ეს მათი მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, როგორც ახალი გარემოება აღიქმებოდა, ამ ახალი გარემოების საფუძველზე ჩვენ მივმართავდით შუამდგმომლობით და მოვითხოვდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი. ამგვარი მზადყოფნა დაცვის მხარის მხრიდან არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, დაცვის მხარემ საკუთარი პოზიციის წარდგენისას დღეს მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს არცერთი აღმკვეთის ღონისძიების გამოყენება ანუ ნიკანორ მელია უნდა დარჩეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე. დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

იხილეთ ვიდეო:გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა