„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეიკრიბნენ.როგორც „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებული დეტალები განიხილეს.

„ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრა უახლოეს გეგმებს ეხებოდა. დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რომელიც 15 მაისს არის“, - აცხადებს ბუაძე.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პოლიტიკოსი გიგი უგულავაც. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია რეგიონებში გასვლას ამ კვირიდან იწყებს.

ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ, ვფიქრობთ, მოლაპარაკებები კიდევ უფრო გართულდება. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკება და კრიზისი არ განიმუხტოს. ჩვენი გეგმა უკავშირდება 15 მაისს. ამ კვირაში უკვე დაიწყება რეგიონული გასვლები“, - აცხადებს უგულავა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს