ქუთაისის აეროპორტიდან „ვიზეარი" რეგულარულ ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს, მაისიდან კი საქართველოს ავიაბაზარზე "ფლაიარისტანი" შემოდის

18 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი" შეასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს განაახლებს ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ვიზეარი" ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის.

მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი „ფლაიარისტანი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე შეფასებით, ავიაბაზარზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს