თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ელჩებს, ინდივიდუალურად ხვდებიან და პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მისთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ელჩებს ინდივიდუალურად, დახურულ კარს მიღმა ხვდებიან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებსა და ელჩებს შორის შეხვედრები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს.

„ეს ჩუმი, ინდივიდუალური შეხვედრები კი არა, გავხსნათ დასავლეთთან სასაუბრო. ყველას ვგულისხმობ, მაგრამ გიორგი ვაშაძესთან ამას ვერ ვიგულისხმებ, ყველაფერი ვიცი. „ლელოს“ გუშინ წინ ელჩებთან ჰქონდა შეხვედრა. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს უმძიმესი პროცესია, რომელიც გამჭვირვალე უნდა იყოს. ხალხმა რომ სწორად იფიქროს და ეჭვი არ აიღოს ოპოზიციაზე, მთელი არსებით გვენდონ, ამიტომ უნდა იყოს გამჭვირვალე. ადამიანებს უნდობლობა უჩნდებათ და ეჭვი, ამიტომ ძალიან მინდა ხალხი, მოვიდეს. ხალხმა უნდა დაგიჯეროს, ზუსტად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რა ხდება“ , -აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ამასთან, წამყვანის კითხვაზე, თუ ვინ იჩენს სიმყიფეს პარლამენტში შესვლა - არშესვლის საკითხთან დაკავშირებით, ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის ბევრს არ თვლის ოპოზიციაში ოპოზიციონერად.

„მეუბნებიან ხინჯი არ შეიტანო, რა ხინჯი უნდა შევიტანო? თუ ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ ერთი სული აქვს შევარდეს. მე რა ხინჯი უნდა შევიტანო?“, - აცხადებს ჩარკვიანი.

მისივე თქმით, პარლამენტში მუშაობის ბერკეტი მხოლოდ მაშინ არის, „როდესაც ოლიგარქს უზურპირებული არ აქვს ხელისუფლება“.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა