ლია გიგაურმა პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა საინფორმაციო კამპანიის პროექტის - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ შემაჯამებელი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლია გიგაურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების პროცესში თანატოლგანმანათლებელთა როლზე და მათ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ შევაჯამეთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის მიზანიც გახლდათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული და უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და იმ საშეღავათო პროგრამების შესახებ, რომელთაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. პროექტში ჩართულნი იყვნენ თანატოლგანმანათლებლები, რომლებმაც მოიარეს 12 მუნიციპალიტეტის 60 დასახლება, ასევე დისტანციური ურთიერთობების საშუალებით ათასამდე ახალგაზრდას მიაწოდეს ინფორმაცია პროფესიული და უმაღლესი განათლების ახალი შესაძლებლობების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის მომავლის განსაზღვრისათვის. ფაქტობრივად, ამ პროგრამამ ძალიან ბევრ მათგანს შეუცვალა მომავალი ბედი და მიაღებინა გადაწყვეტილება განათლების მიღებასთან დაკავშირებით, ასევე გაუჩინა მოტივაცია ჩართულობის მიმართულებით”,- განაცხადა ლია გიგაურმა.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ადამ შმიდტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარემ შალვა ტაბატაძემ.

ღონისძიების ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმირება/ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მოიცავს ორ ეტაპს: თანატოლგანმანათლებელთა გადამზადება და გადამზადებული მონაწილეების მიერ შეხვედრების ჩატარება, საჭიროებისამებრ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე, სხვადასხვა სამიზნე სეგმენტთან. პროექტის ბოლო ეტაპზე, თანატოლგანმანათლებელთა მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული სამი რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის 82 სოფელში ჩატარდა 60-მდე შეხვედრა, რომელზეც 1000-მდე ბენეფიციარს მიეწოდა ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ.

საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა