მიხეილ ჩხენკელი - მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს.

მინისტრის თქმით, მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია.

„დღეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს - დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 43 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა წინ აღუდგა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას საბჭოთა კავშირის მხრიდან. მოსახლეობის მასობრივმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ შეგვინარჩუნა სახელმწიფო ენა, რაც მართლაც უდიდესი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა. გამოვხატავ დიდ პატივისცემას და მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ოთხი ათეული წლის წინ, უდიდესი რისკის ფასად, დაიცვა და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა მშობლიური ენა - მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, უნიკალური ქართული ენა. ქართულ ენაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან მშობლიური ენა არის არა მხოლოდ ენა, რომელზეც ვმეტყველებთ და ვურთიერთობთ, არამედ მშობლიური ენა ქვეყნის თვითმყოფადობის, ერთიანობისა და მშვიდობიანი განვითარების საწინდარია“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
USAID და Gazelle Finance მცირე და საშუალო მეწარმეების და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის მიზნით ახალ პროგრამას იწყებენ
"კრედო ბანკმა" European Fund for Southeast Europe (EFSE) და Green for Growth Fund (GGF)-ისგან საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად 51 მილიონი ლარი მოიზიდა
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია