არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას დედაენის დღეს ულოცავს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი უნიკალური, დახვეწილი, რიტმული გრაფიკული სტილითა და ჟღერადობით“.

,,ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია. ქართული ენის სამივე ანბანი - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული - კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უკავია თავისი უნიკალური, დახვეწილი, რიტმული გრაფიკული სტილითა და ჟღერადობით. ჩვენი წინაპრების თავდადებამ, მათ შორის, 1978 წელს საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანმა ძალისხმევამ, დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო