შალვა პაპუაშვილი - თუ "ნაცმოძრაობა" ნახავს, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა

თუკი "ნაციონალური მოძრაობა" ნახავს, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის ყველა შესაძლებლობა ამოწურეს, მაშინ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" და მის გარშემო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესი ქვეყანაში არეულობის შექმნაა და ისინი შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან.

"რაც შეეხება მოლაპარაკების რესურსს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომლებსაც ეს რესურსი საერთოდ არ ჰქონიათ. ვინაიდან მათთვის პირიქით, მიუღებელია შეთანხმება, რადგან ეს მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. მათი დღის წესრიგია არეულობის შექმნა ქვეყანაში და თუ შეთანხმება მოხდება, ამით არეულობას ვეღარ შეძლებენ. არის ჯგუფი, კერძოდ "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი გარკვეული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. მათთან შეთანხმების რესუსი არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არსებობს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა