ალეკო ელისაშვილი - ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი - რეალობას თვალი გავუსწოროთ

ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი - რეალობას გავუსწოროთ თვალი, - ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ეთანხმება საქართველოში NDI- ის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორტონის განცხადებას, რომ ვადამდელი არჩევნები ცუდი პრეცენდენტი იქნება, თუმცა, მთავრობამ პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ვადამდელი არჩევნების საკითხის მოხსნა ოპოზიციის კომპრომისი უნდა იყოს და ამას ყველა შეხვედრაზე აღნიშნავს.

„ლორა თორტონი არის ძალიან ჩახედული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში და რთულია, რომ არ დაეთანხმო. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და ყველა მოლაპარაკების რაუნდზე ამაზე იყო საუბარი. "ქართული ოცნების" მხრიდან პრინციპში ამაზე ბოლოს იყო დასტური - გულახდილად ვთქვათ, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი, რეალობას გავუსწოროთ თვალი. როცა ვერ ასაბუთებ გაყალბებას, როცა ყველა შენი პარტნიორი, განსაკუთრებით, ყველაზე ეჭვშეუტანელი სადამკვირვებლო მისია - ოდირი გეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც შედეგს შეცვლიდა, ამას ყური უნდა დაუგდო. ვადამდელის საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადება უნდა იყოს კომპრომისი. ამას ვამბობ ყველა შეხვედრაზე და ამ ჩემი გამეორებით ვეთანხმები თუნდაც ლორა თორტონის ამ განცხადებას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს