საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქართველ ხალხს „დედა ენის“ დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოსახლეობას „დედა ენის დღეს“ ულოცავს და რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებას ავრცელებს:

„1978 წლის 14 აპრილმა საბჭოთა სინამდვილეში საქართველოს უახლესი ისტორიის სრულიად განსაკუთრებული ფურცელი გადაშალა. New York Times-მა 18 აპრილს გამოაქვეყნა სტატია - „საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე“, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მისთვის უჩვეულო დათმობაზე წავიდა და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

43 წლის წინ, 14 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ქართული ენის ხელყოფას, სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევის განზრახვას.

ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, სტუდენტებმა 14 აპრილს მშობლიური ენა გადაარჩინეს!

საამაყოა, რომ ქართული ენის დამცველთა რიგებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

ქართული ენის დაცვა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვას ნიშნავს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ეროვნული სიწმინდეების დამცველი.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ქართული ენის ტექნოლოგიზების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ციფრულ ეპოქაში საქართველოს სახელმწიფო ენების ციფრული კვდომის საფრთხისგან დაცვის მიზნით მრავალი წელია ამუშავებს გრძელვადიან პროექტებს „ქართული ენის ტექნოლოგიური ანბანი“ და „აფხაზური ენის სრული ტექნოლოგიური უზრუნველყოფის გეგმა-პროგრამა“ .

საბედნიეროდ, ჩვენს მშობლიურ ენას, მის სახელმწიებრივ სტატუს საფრთხე აღარ ემუქრება.

ჩვენი ვალია დავაფასოთ, მოვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ ენის სიწმინდე, დამწერლობა, რომელიც მსოფლიოს 14 ანბანთაგან ერთ-ერთი უძველესი და უნიკალურია. გილოცავთ „დედა ენის“ დღეს!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა