მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ ენათმეცნიერს დამანა მელიქიშვილს დედაენის დღე მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, დამანა მელიქიშვილს ეწვია და დედაენის დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა და დამანა მელიქიშვილმა ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დამანა მელიქიშვილი 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული მოვლენების მომსწრე და თვითმხილველია. ის, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს დიდ მხარდაჭერას უწევდა.

მიხეილ ჩხენკელმა და დამანა მელიქიშვილმა ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების საქმეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში სწორედ ამ დღეს გაჩნდა ის მუხტი, რომელმაც საბოლოოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა.

დამანა მელიქიშვილს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიური საკითხების, ქართული ზმნისა და ქართული ფილოსოფიური ენის შესწავლის საქმეში. იგი არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა