დავით სერგეენკო - მინუს ხუთი დეპუტატით საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიკარგება, თუმცა, ჯობდა საჯარო სივრციდან არ გაგვეგო და გვცოდნოდა

მინუს ხუთი დეპუტატით საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიკარგება, თუმცა, ჯობდა საჯარო სივრციდან არ გაგვეგო და გვცოდნოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ გუნდის და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ჩემთვის მართალი გითხრათ, მოულოდნელია ეს და მართალი გითხრათ ახლა ვიგებ ამის შესახებ, რაღაც მოარულო დადასტურებელი ინფორმაცია კი გვქონდა, მაგრამ ამ ფორმით პირველად ვიგებ და მოულოდნელია ნამდვილად. სიახლეა ნამდვილად.

თუკი ეს მოხდება, მე უფრო მოლოდინი მექნებოდა, რომ წინასწარ გაევლოთ თავის გუნდში კონსულტაიცები და საჯარო სივრციდან არ გაგვეგო,"- განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, გახარია მათთვის არც ისე სუსტი კონკურენტი იქნება.

„მე გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე კონკრეტულად არაფერი ვიცი, გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, არც თუ ისე სუსტი კონკურენტი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო პრემიერი და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელობდა,"- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, უმრავლესობის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა