მამუკა ხაზარაძე - მივმართავ მმართველ პარტიას, ოპოზიციას, ტელეკომპანიების მენეჯერებს, დიპლომატიურ კორპუსს, ერთად დავუსვათ წერტილი მორატორიუმს სატელევიზიო სივრცეში

„ქართული ოცნება“ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს, რიგითი მოქალაქეები სრულ საინფორმაციო ვაკუუმში არიან მოქცეული, ამის მთავარი მიზეზი კი ტელევიზიებში დებატების არარსებობაა, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ დებატებში და ჯანსაღ კამათში იბადება სიმართლე და ძლიერდება დემოკრატია.

„ქვეყანაში უფრო და უფრო მძლავრდება დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, ისევე როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს მდგომარეობა მხოლოდ ჩვენ მტრებს აწყობთ. „ქართული ოცნება“ „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს, რიგითი მოქალაქეები მოქცეული არიან სრულ საინფორმაციო ვაკუუმში, არ შეუძლიათ გაიგონ სიმართლე, თუ ვის რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ საკითხზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტელევიზიებში დებატების არარსებობაა, რაც “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, სრულად გააქრო ტელესივრციდან დებატებზე უარის თქმით. ბუნებრივია, ასეთ მოცემულობაში რთულია გაირკვეს ის ჭეშმარიტება, რაც ასე საჭიროა ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, მხოლოდ დებატებში და ჯანსაღ კამათში იბადება სიმართლე და ძლიერდება დემოკრატია, რაც ასე ძალიან გვჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სატელევიზიო სივრცეებში მორატორიუმს წერტილი უნდა დაესვას.

„მივმართავ მმართველ პოლიტიკურ ძალას, ოპოზიციურ პარტიებს, ტელეკომპანიების მენეჯერებს, ჟურნალისტებს, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში, როგორც მოდერაციის პროცესის მთავარ აქტორებს, დიპლომატიურ კორპუსს, სამოქალაქო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს, რომელთა მიზანია ობიექტურობისა და პლურალიზმის განვითარების ხელშეწყობა საზოგადოებაში - ერთად დავუსვათ წერტილი მორატორიუმს სატელევიზიო სივრცეში, რათა აღდგეს დებატები საპირისპირო პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკოსებს შორის.

ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, პროგრამებზე, კრიზისიდან გამოსავალზე, ეკონომიკაზე, დღეს ჩვენს ქვეყანას გაერთიანება, დაპირისპირებაზე მაღლა დგომა სჭირდება, ამას კი მხოლოდ მოსმენით, სიძულვილის ენაზე უარის თქმით, მოთმინებით, დიალოგით და ერთად გამოსავლის ძიებით შევძლებთ”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა