ალექსანდრე მოწერელია - როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი

როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, - ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მოწერელია განმარტავს, ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

„მივიღეთ პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება. მე, როგორც გიორგი გახარიას გუნდის წევრი და თანამოაზრე, დღეიდან გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი. აგრეთვე აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიის მშენებლობის პროცესში.

დღეს საქართველოს სჭირდება დაპირისპირების დასრულება და ახალი დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ოკუპაცია. პანდემიიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ჩვენი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ზრუნვა.

დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. ასევე, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და რეგიონების გაძლიერება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს, მათთან აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს და გადავდგათ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები“,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს