თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას ქართული ენის დღეს ულოცავს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას ქართული ენის დღეს ულოცავს.

მინისტრის თქმით, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართულმა ენამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთ სირთულეს გაუძლო , თუმცა საზოგადოების დიდი ძალისხმევის და ერთობის შედეგად ქართული ენა შენარჩუნდა.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ თარიღს - ქართული ენის დღეს! მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ენა ჩვენი უდიდესი სიმდიდრე და სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტია. ქართულმა ენამ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთ სირთულეს გაუძლო, მის არსებობას საფრთხეც კი დაემუქრა, თუმცა სრულიად საზოგადოების დიდი ძალისხმევის, ერთობისა და კონსოლიდაციის შედეგად ქართული ენა შენარჩუნდა, კიდევ უფრო განვითარდა და გაძლიერდა“ , - განაცხადა ახვლედიანამა.

როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, განათლების მიღების შესაძლებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავ მნიშვნელოვნად იზღუდება, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს თანამოქალაქეებს ადგილზე ქართულ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კვლავაც მნიშვნელოვნად იზღუდება ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების უხეშ დარღვევას და ეთნიკური დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა ძალღონეს არ იშურებს, მათ შორის აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს თანამოქალაქეებს ადგილზე ქართულ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მთავრობის მიერ შემუშავებულია რიგი პროგრამები, რომლებიც მათთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განათლების ყველა საფეხურისადმი გამარტივებულ წვდომას უზრუნველყოფს.

ჩვენი ვალი და უდიდესი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ პატივი მივაგოთ სახელმწიფო ენას, არამედ გაუფრთხილდეთ მას, ხელი შევუწყოთ თოთოეულ მოქალაქეს შეისწავლოს ქართული ენა და ამით განვამტკიცოთ მისი მნიშვნელობა და სტატუსი. სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება, მისი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და პოპულარიზაცია წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს. ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა რიგი მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ქართული ენის ცოდნა. ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ერთად ვიზრუნოთ ქართული ენის დაცვასა და განვითარებაზე!“ , - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს