გია ხუხაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვების ფონზე, რაიმე ტიპის მოლაპარაკებების წარმოება არაადეკვატურია და მხარეები უფრო და უფრო ავიწროებენ მოლაპარაკების სივრცეს

შეიძლება არის რაღაც ინტრიგა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძის ამერიკაში ვიზიტს ჩაუფინეს გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში მაინც და მაინც არ მოეწონებათ - შეიძლება საქმე გვქონდეს შიდა სახელისუფლებო ხალიჩისქვეშა თამაშებთან, რომ დააფიქსირონ კობახიძის წარუმატებელი ვიზიტი და მერე მოაშორონ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება შეაფასა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ფიქრობს, რომ სულ მუდმივად უნდა ახდენდეს ძალის დემონსტრირებას და „მაგარ ბიჭობანას" უნდა თამაშობდეს.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობასთან არის ძალიან ბანალური და შეიძლება ითქვას, კომიკური, რადგან მათი არგუმენტია ის, რომ მართლმსაჯულებაში ისინი არ ერევიან, რისიც ბუნებრივია არავის არ სჯერა. სინამდვილეში ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზუსტად ის არის, რომ „ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულება მოქცეულია პოლიტიკურ ვერტიკალში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ იქცევიან ასე - აქ ძალიან მარტივად არის საქმე, მათი გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი არის შიში, შიში იმისა, რომ არ მოხდეს შინაგანი სისუსტის დემონსტრირება. მათ აქვთ განცდა, რომ თუ ოდნავ უკან დაიხევენ რაღაცაში, თუნდაც პოლიტიკური პრაგმატული მიზნებით ამით შეიძლება შუშის ფეხებზე მდგარი კონსტრუქცია ჩამოეშალოთ თავზე, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ სულ მუდმივად უნდა ახდენდნენ ძალის დემონსტრირებას და "მაგარ ბიჭობანას" უნდა თამაშობდნენ. მე ვფიქრობ, რომ გარდა ამისა შეიძლება არის რაღაც ინტრიგა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძის ვიზიტს ჩაუფინეს გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკაში მაინც და მაინც არ მოეწონებათ. კობახიძე იძულებულია იქ ილაპარაკოს ისევ მართლმსაჯულების თავისუფლებაზე საქართველოში, რასაც არავინ არ დაიჯერებს და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ კობახიძის ვიზიტი იყოს წარუმატებელი, გაიზარდა. შესაბამისად, შეიძლება საქმე გვქონდეს შიდა სახელისუფლებო ხალიჩისქვეშა თამაშებთან, რომ დააფიქსირონ კობახიძის წარუმატებელი ვიზიტი და მერე მოაშორონ, თუ ვინმეს უნდა მისი მოშორება. ასეთი პრეცედენტები ქართულ სინამდვილეში ხშირად ყოფილა. მაგალითად, კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკაში, რასაც შემდეგ მისი გადაყენება მოყვა.

ასე, რომ არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მიზეზი გარდა ყოვლის მომცველი სახელისუფლებო შიშისა, იყოს რაღაც შიდა სახელისუფლებო თამაშებიც იმიტომ, რომ ამერიკა ძალიან სენსიტიური თემაა საერთოდ ხელისუფლისთვის და კობახიძის ინიციატივები, რომ ჩავა და თავისი გასაოცარი მჭევრმეტყველებით ყველას დაარწმუნებს, რომ „ქართული ოცნება" არის თაფლი და მურაბა - აქ, შეიძლება რაღაც პრობლემები გააჩინოს”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვების ფონზე, რაიმე ტიპის მოლაპარაკებების წარმოება არაადეკვატურია და მხარეები უფრო და უფრო ავიწროებენ მოლაპარაკების სივრცეს.

„მე ვფიქრობ, ოპოზიციამ ფატალური შეცდომა დაუშვა, როდესაც არ შევიდა პარლამენტში და ამის შემდეგ უკვე განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა და ახლა, ამ ვითარებაში უკვე ნიკა მელიას ციხეში დატოვების ფონზე, რაიმე ტიპის მოლაპარაკებების წარმოება მართლა არაადეკვატური იქნებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და პოლიტპატიმრის პირობებში რაღაც შეთანხმებაზე საუბარი ხელისუფლებასთან, ბუნებრივია ვერ იქნება. ამ ვითარებიდან გამოსავალზე შეიძლება ვისაუბროთ იმ შემთხვევაში თუ არსებობს, რაღაც დიალოგის სივრცე, ანუ საქმე ორ მონოლოგთან კი არ გვაქვს, არამედ გვაქვს დიალოგთან და შემდეგ შეიძლება რაიმე საგზაო რუკაზე ფიქრი. მაგრამ მხარეები უფრო კონფრონტაციულად არიან განწყობილები და უფრო და უფრო ავიწროებენ მოლაპარაკების სივრცეს. აქედან გამომდინარე მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე აზრი აქვს დღეს გამოსავალზე საუბარს იმიტომ, რომ ამ გამოსავალს არ იღებს არც ერთი მხარე”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გუშინ პატიმრობაში დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო