რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებენ.

„აიდა სარსალე - ეზიდური რელიგიური კალენდრის თანახმად, ახალი წლის დღესასწაულია, რომელსაც ახალი წლის წმინდა ოთხშაბათის დღესასწაულსაც უწოდებენ. აიდა სარსალე აყვავების, ცხოვრების განახლების უძველესი ზეიმია, რომელიც სათავეს შუამდინარეთის კულტებიდან იღებს. ეზიდებს სწამთ, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი ტაუსი მალაკი დაეშვება ზეციდან და აკურთხებს მიწას. ამ დღეს ყოველ ოჯახში, სამყაროს მრავალფეროვნების ნიშნად, სხვადასხვა ფერად იღებება კვერცხი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო