დავით კოდუა მეუღლეზე - „იმან თქვა, ამან თქვაზე" აწყობილი, ემოციებით დატვირთული ქალია - ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, ლიფტთან წავიქეცი და „შირმას" დავეჯახე

ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას განცხადებით, მას სურდა მეუღლეს გარიდებოდა, თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათის გამო მას სახლიდან არ უშვებდნენ. კოდუას თქმით, ის ლიფტთან წაიქცა და "შირმას" დაეჯახა.

ბრალდებულმა რამდენჯერმე ახსენა, რომ მას 30 წელია ოჯახი აქვს და დეტალებზე არ სურს საუბარი.

"მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული - "ამან თქვა, იმან თქვაო", ავდექი, ლიფტთან დაიწყო - არ წახვიდე, სად მიდიხარო... ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, „კომენდატის საათი“ იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. 4 შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, "იმან თქვა, ამან თქვაზე" აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, 4 სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, „კომენდანტის საათი“ რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი", - განაცხადა კოდუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს