არჩილ თალაკვაძე - „გირჩის“ მოთხოვნები  არის მათი პროგრამა და ვნახეთ, რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი

ეს არის „გირჩის“ პროგრამა, რასაც ვნახეთ, რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი - ერთადერთი შესაძლებლობა, რომ „გირჩმა“ სასურველ რეფორმებზე იმსჯელოს, პარლამენტში დისკუსიაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „გირჩის“ 7-პუნქტიან მოთხოვნას გამოეხმაურა.

გარდა ამისა, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დასაფასებელია „გირჩის“ პოზიცია, რომ მზად იყო, ხელისუფლებასთან შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, დასაფასებელია ის პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ დოკუმენტის ხელმოსაწერად მზად იყვნენ, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება წამოყენებულ საკითხებს, ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა. ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში და ყველამ ვნახეთ, რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა მათ მხარი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „გირჩი“ იმ მოთხოვნებს ასახელებს, რა შემთხვევაშიც მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს. ეს პუნქტებია: „ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით; კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან; რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ; (მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში); პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული; ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი; რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად; მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს