ლევან იოსელიანი - ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი - ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების" მიმართ

ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი. ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად კრიტიკულები იქნებიან და რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების" მიმართ, - ასე ეხმიანება პარტია „მოქალაქეების" ერთ- ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან უმრავლესობიდან 6 დეპუტატის გასვლას.

მისი თქმით, გარკვეული კითხვები როგორც მათთან, ასევე გიორგი გახარიასთან არსებობს და მათ მოუწევთ ამ კითხვებს გასცენ დამაჯერებელი პასუხები, რათა თავიანთ გულწრფელობაში საზოგადოება დაარწმუნონ.

„თვითონ პროცესი, რაც დაიწყო, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას" და აპირებს განსხვავებული დღის წესრიგით, ოპოზიციური ფლანგიდან გააგრძელოს თავის საქმიანობა, ამას მხოლოდ მივესალმებით. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები მათ სამომავლო პოლიტიკურ პარტიასთან და თვითონ გიორგი გახარიას მიმართაც იქნება. ეს არის ლოგიკური, რადგან ეს ადამიანები იყვნენ იმ პროცესების და გადაწყვეტილებების მონაწილე, რაც აქამდე გახარიას მეთაურობით იქნა მიღებული. ამიტომ, მათ მოუწევთ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემა იმისთვის, რომ საზოგადოება დაარწმუნონ თავიანთი გადაწყვეტილების გულწრფელობაში,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა მმართველი პარტია დატოვეს. ამასთან, ისინი პოლიტიკურ საქმიანობას გიორგი გახარიასთან ერთად გააგრძელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა