არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სპექტრს ეკისრება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურ სპექტრს ეკისრება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან შეთანხმებისთვის კარი ღია რჩება, თუმცა, ეს ოპოზიციას არ სურს.

„დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ევროკავშირმა კრისტიან დანიელსონის სახით შეთანხმების დოკუმენტი წარმოადგინა. „ქართულმა ოცნებამ“ მაშინაც დააფიქსირა, რომ პრინციპულად მზად იყო ამ შეთანხმების ხელმოსაწერად და დღესაც გუნდის სახელით ვაფიქსირებ, რომ ჩვენი მხრიდან არსებობს მზადყოფნა ამ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის. აქედან გამომდინარე, ამ მოლაპარაკებების ჩაშლა და მისი ბლოკირება ამ მომენტში არის ოპოზიციის მხარეს და ის ჯერჯერობით ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. თუ ისინი პასუხებს გადახედავენ, რომელიც ბოლო დიალოგის დროს იყო, რა თქმა უნდა, შეთანხმებისთვის კარი ღია რჩება და ეს შეთანხმება მიღწევადია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება ჯერჯერობით ოპოზიციას არ სურს, რადგან გირაოს არ იხდიან.

„თვითონ ნიკა მელიას და მისი თანაგუნდელების განცხადებებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მათი გაცხადებული მიზანი გახლავთ ის, რომ მელია პატიმრობაში იყოს მანამ, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გაკოტრებული, დესტრუქციული გეგმით რაიმე შედეგის მიღწევას. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას პროკურატურის განცხადებას. პროკურატურამ თქვა, რომ როგორც კი ნიკა მელიას მხარე დააფიქსირებს მზადყოფნას, რომ შეიტანოს თანხა ანგარიშზე, რაც გირაოთი იყო განსაზღვრული, პროკურატურა მზად არის, სასამართლოს მიმართოს და ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. შესაბამისად, დღეს ეს ავიწროვებს ოპოზიციის შესაძლებლობებს, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ, ასეთი ნება გამოხატონ და ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდეს. რაც შეეხება შედარებას, დღეს რომ ამბობენ, ნიკა მელიას გამო მოლაპარაკებების ფანჯარა დაიხურაო, შეგახსენებთ, ნიკა მელია მაშინაც პატიმრობაში გახლდათ, როდესაც დანიელსონის მედიაციით ორი რაუნდი გავმართეთ. ეს სტატუს-კვო ჯერჯერობით არ შეცვლილა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს ნიკა მელია ჯერჯერობით პატიმრობდაინ გამოვიდეს, ეს ცალსახაა“,-განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო