ლევან იოსელიანი - ნიკა მელიას ციხეში ყოფნა კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკების პროცესს

ნიკა მელიას ციხეში ყოფნა კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკების პროცესს,- ამის შესახებ „მოქალაქეების" ერთ - ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მას სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, უფრო მეტიც, კიდევ უფრო ართულებს ამ ამბავს. მე ვთვლი, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნით მოლაპარაკების გაგრძელება იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე იქნებოდა მისი გარეთ ყოფნის შემთხვევაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გაიაზროს ეს ამბავი და მოლაპარაკებით დაასრულოს საბოლოო ჯამში, მითუმეტეს, ისინი ამბობენ, რომ ხელს აწერენ იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა შესთავაზა ორივე მხარეს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს მათ შორის იმას, რომ მელია არ უნდა იჯდეს საპყრობილეში,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა