საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 23 493 ადამიანია აცრილი.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამეში ვაქცინაცია 1 403-მა ადამიანმა ჩაიტარა.

„დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 23 493 ადამიანი, აქედან „ასტრაზენეკათი“ 13 486, „ფაიზერით“ კი 10 007. 24 საათის განმავლობაში აცრილი იყო 1 403, აქედან „ასტრაზენეკათი“ 731, ხოლო „ფაიზერით“ 672“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა უფრო სერიოზულია. „დაახლოებით 8 694 აქტიური პაციენტია. ძირითადად 50-70%-ში საქმე ეხება „ბრიტანულ შტამს“. მას სწრაფი გავრეცელება ახასიათებს და ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც პროგნოზი იყო, რომ იქნებოდა ზრდა. ჩვენი მთავარი ამოცნაა, რომ ეს ზრდა იყოს მართვადი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა